logo
ENG



"ვრჩებით ჩვენი უნივერსიტეტის ღირებულებების ერთგული" - ილიაუნის სტუდენტები

27 სექ 202418:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/27/8fx9px29dajgb1e.jpg

ილიაუნის სტუდენტები უნივერსიტეტის ავტორიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და უმაღლეს სასწავლებელს მხარდაჭერას უცხადებენ. ამასთან, ისინი ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გმობენ.

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვრჩებით ჩვენი უნივერსიტეტის ღირებულებების ერთგული და მუდამ ვიდგებით დემოკრატიის, თავისუფალი ნებისა და დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე!

ვიაზრებთ რა, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთავარი ველი გადის დემოკრატიული წესით ჩატარებულ არჩევნებზე, მოგიწოდებთ, ოცდაექვს ოქტომბერს ყველანი გამოვცხადდეთ არჩევნებზე და დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი!" - აღნიშნულია განცხადებაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია 1 წლის შემდეგ მონიტორინგის ვალდებულებით მიანიჭა. გადაწყვეტილება საბჭომ ექსპერტების დადებითი დასკვნის მიუხედავად მიიღო. 


close დახურვა